ჩვენ შესახებ

ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ძლიერი, პროფესიონალი ადამიანების შექმნაში, რომლებიც არასტანდარტული და ინოვაციური მიდგომებით ავითარებენ ინდუსტრიას.

რატომ უნდა მოხვიდე მარკეტინგის სკოლაში?

მარკეტინგის სკოლა არის ადგილი, სადაც შესაძლებლობა გექნება არაფორმალურ გარემოში მიიღო ცოდნა, იმუშაო რეალურ პროექტებზე და თეორიული ცოდნა განამტკიცო პრაქტიკით. ისწავლო და აირჩიო შენს ინტერესებზე მორგებული მოდულები.

რას მომცემს მარკეტინგის სკოლა?

ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ ნამუშევარი პროექტისა და მენტორთა რეკომენდაციების გათვალისწინებით სტაჟირება გაიარო წამყვან ქართულ კომპანიებში. ნახო რეალურად როგორ მუშაობენ კომაპნიები და როგორ იქმნება ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლამდე მიდის. მიიღო სარეკომენდაციო წერილები მარკეტინგის სკოლისა და მენტორებისაგან.

მარკეტინგის სკოლის პროგრამების გავლის  შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება პროფესიული მიმართულებით. მასტერკლასები, ვორქშოფები და სემინარები საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ.

სლოგანი – ისწავლე, შექმენი, განავითარე!