ბრენდინგი

ბრენდინგი

პროგრამა განკუთვნილია მცირე, საშუალო და დიდი კომპანიების მენეჯერებისათვის, დამწყები მეწარმეებისათვის (startup entrepreneurs); სტუდენტებისათვის, მარკეტინგის, PR და გაყიდვების სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის, საზოგადად, ბიზნესით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს ბრენდის შექმნის, შენებისა და მართვის საფუძვლები. ბრენდისა და ბრენდინგის არსი და მნიშვნელობა.

კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს ეცოდინება: რა არის ბრენდი და ბრენდინგი; როგორ და საიდან იწყება ბრენდზე მუშაობა; რა არის საჭირო ბრენდის შექმნის, დაგეგმვისა და მართვისათვის.