ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგის გრძელვადიანი პროგრამა

პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან:

  • სოციალური მედია მენეჯმენტი
  • Advertising – რეკლამა ციფრულ მარკეტინგში
  • კრეატივი მარკეტინგში
  • CSR და კრიზისების მართვა ციფრულ მარკეტინგში
პირველი მოდული

სოციალური მედია მარკეტინგის მოდულში განიხილება რამდენიმე მიმართლება – თანამედროვე ციფრული სამყაროსა და ტრადიციული მარკეტინგის დაპირისპირება. პოპულარული სოციალური მედია არხების განხილვა, მიგნებები და საუკეთესო პრაქტიკები. კონტენტის სახეობები და ფორმატები.  

მეორე მოდული

Advertising – ცისფრული რეკლამა მარკეტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომელიც გვაძლევს საშუალებს სწორ დროს სწორი მესიჯი მივაწოდოთ სწორ სეგმენტს.

მესამე მოდული

კრეატივი მარკეტინგში მოიცავს ორ თემას.

პირველი – ლინგვისტური სტრატეგიები ქოფირაითინგში. NLP კომუნიკაციაში არის ვერბალური და არავერბალური ფსიქო-ტექნიკები კრებული, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი მესიჯი იქნას დამახსოვრებული შესაბამისი ემოციით. ნეირომარკეტინგი ეფუძნება სწორედ ცნობიერის და არაცნობიერის მუშაობის პრინციპებს და გვთავაზობს ისეთ საკომუნიკაციო მოდელებს, რომელიც მომხმარებლის ქცევაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ლინგვისტური სტრატეგიები, რომელიც მოიაზრებს იმის ცოდნას, თუ როგორ დავამუშავოთ მესიჯი და როგორი სტრუქტურირება მივცეთ მას. ტრენინგი მთლიანად აგებულია NLP ტექნოლოგიებზე და მოიცავს გონების შემოქმედებით სავარჯიშოებს.

მეორე – რეკლამა და კრეატივი, მოიაზრებს ინდუსტრიის ტრენდებსა და ბრენდის არქეტიპებისს განხილვას, კრეატიული ბრიფები გაანალიზებასა და საკომუნიკაციო პლატფორმებზე მუშაობას.

მეოთხე მოდული

კორპორაციული სოციალური პახუსიმგებლობა და კრიზისების მართვა სოციალურ მედიაში (CSR). პროგრამა გულისხმობს კომპანიის იმიჯისა და რეპუტაციის, ასევე, კრიზის მენეჯმენტს სოციალურ მედიასა და სხვა ციფრულ არხებში.