სტრატეგიული და გრაფიკული დიზაინის პროგრამა შედგება სამი მოდულისგან.
ბრენდ დიზაინის მეშვეობით მყარდება ვიზუალური კომუნიკაცია მომხმარებელთან, ამიტომ იგი წარმატებული ბრენდინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
პროგრამის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს კონცეპტუალური აზროვნება და უნარი, გამოხატონ ბრენდის კონკურენტული უპირატესობები და მისი ძირითადი ფასეულობები გრაფიკულ ენაზე.
Adobe Photoshop და Adobe illustrator სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ ციფრული და საბეჭდი პოსტერების, ვებ მაკეტების, ელემენტებისა და გვერდების შექმნას. სურათების რედაქტირება/დამუშავებას, თანამედროვე კომპიუტერული, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენებას, ასევე Photoshop-ით და Illustrator-ით, ეფექტურად სარგებლობას, web დიზაინის, ბეჭვდითი ფორმატირებისა და გრაფიკული რედაქტირებისთვის.