HR მარკეტინგი

HR მარკეტინგი

21-ე საუკუნემ დაადასტურა, რომ კომპანიის ბრძოლა ტალანტის მოსაზიდად დასრულდა. გაიმარჯვა ტალანტმა. თითოეული კომპანიის წარმატება სწორედ იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ. საინტერესოა, რა შესაძლებლობის გამოყენება და რა წინააღმდეგობის დაძლევა უხდება კომპანიას საუკეთესო ნიჭიერი ადამიანების მოსაზიდად?

რას ფიქრობს ადამიანი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, ბრენდთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისათვის. მსხვილი კორპორაციები ძალისხმევას არ იშურებენ სწორი ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. თანამშრომელებისთვის დადებითი ბრენდის ასოციაციის შექმნა მათთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, ამ სრულიად ახალ მიდგომას HR მარკეტინგი უწოდეს. კურსი განიხილავს, როგორც, HR მარკეტინგის წარმატებულ სტრატეგიას და ისტორიებს, ასევე, შეეხება თაობათა საკითხებს (X, Y generations, Millenials, Z-gene), ადამიანის მისიას, ღირებულებებს, მიზნებს, კოგნიტურ მოთხოვნილებებს, კულტურულ პრიორიტეტებს, რომელსაც ადამიანი იყენებს სხვებთან – კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობაში.

კურისის ფარგლებში შეისწავლება HR მარკეტინგის კონკრეტული ტაქტიკები კომპანიის, როგორც კარგი დამსაქმებლის, იმიჯის შექმნისა და საუკეთესო ტალანტების რეზერვის ფორმირებისათვის.

რატომ იზიდავს ტალანტს კომპანია? გარდა იმისა, რომ ტალანტი ბრენდის ელჩი (Brand Ambassador) ხდება, კარგი იმიჯის მქონე კომპანია მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე ავსებს ვაკანტურ პოზიციებს. კურსის განმავლობაში მოკლედ მიმოვიხილავთ შერჩევის, ადაპტაციის (Induction and Onboarding), თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების საკითხებს.